LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება

77

„ქართული ოცნება“ დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ეს უკვე გიორგი მარგველაშვილის რიგით მე-11 ვეტო იქნება, რომელსაც პარლამენტი დაძლევს. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს, დამატებითი შემოსავლის მიღების კომერციული რეკლამიდანაც შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო ტელევიზიები სარეკლამო შემოსავალს დაკარგავენ, რაც მათ ფინანსური დარტყმის წინაშე დააყენებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, კრიტიკული მედიის შევიწროებისთვის მიიღო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ორგანო, დავალებას ასრულებს. „ევროპულ საქართველოში“ კი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებსაც ამ კანონის მიღება გამოიწვევს.

ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს დამატებით პრობლემებს რიგი მედიისთვის, ეს არის, ძირითადად, ტელევიზიები. ამას ემატება კიდევ საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლება მთელი რიგი რეგულაციებისგან, რომელიც უკავშირდება შესყიდვებს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ წამოწყებას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, – აცხადებს გიორგი ტუღუში.