LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან ცეცხლი გახსნეს: დაჭრილია ოთხი ადამიანი

101

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” შტაბთან, თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

დაჭრილები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ადგილზე იმყოფებიან, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი. დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდებათ, ხოლო ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები