LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

99

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც მოქალაქეთა ბანერებიდან ირკვევა, მათი ნაწილი „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლას აპროტესტებს, ნაწილი – სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას, ასევე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის არასრულყოფილ გამოძიებას.

საპროტესტო აქციას შეუერთდა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.

 

 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები