LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დასახელდა

139

“ქართული ოცნების” სათაო ოფისში, თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარტიის მიერ შერჩეული პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა.

ახალი ფორმაციის პოლიტსაბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა.

კახა კალაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შემდეგი კანდიდატები იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე.

“ქართული ოცნების” ყრილობა 11 მაისს ჩატარდება, სადაც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ახალ პოლიტსაბჭოს დაამტკიცებენ.