LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

96

”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” ოფისში რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

“კახა კალაძეს აქვს კაპიტნის გამორჩეული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატრებისა და საბოლოო გამარჯვებისთვის”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კახა კალაძის თქმით, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ და სამართლიან მშვიდობიან გარემოში.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია”, – განაცხადა კალაძემ.

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.