LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა სოზარ სუბარი იყოს

54

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იყო. ინფორმაციას 2020NEWS -ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია და მის კანდიდატურასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

„ივანიშვილს სუბარი მისი პოლიტიკური წარსულიდან და ასევე, პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან მოსწონს. ის პატიოსანი და მეოჯახე კაცის სტატუსით სარგებლობს,“ – აცხადებს  წყარო.

მისივე ინფორმაციით, სოზარ სუბარი მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. თუმცა, რამდენად უნდა პრეზიდენტობა, არ აკონკრეტებს.

განიხილება თუ არა პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ამ საკითხზე არ საუბრობს.

“კონსულტაციებში მე პირადად არ ვარ ჩართული,“ – აცხადებს  სუბარი. მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში ექსპრემიერი და პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პირადად იქნება ჩართული.

„არ იქნება არცერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მისი გავლენა ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები