LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, დღეს ბიძინა ივანიშვილსაც ექნება რამდენიმე ღია გზავნილი – ეკა ბესელია

89

„ქართული ოცნების“ გუნდს პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები აქვს. ვფიქრობ, დღეს დაგეგმილ ეთერში ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილსაც ექნება რამდენიმე ღია გზავნილი,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„მარგველაშვილს არ ველოდებით, რადგან საკუთარი დღის წესრიგით ვმოქმედებთ. ვფიქრობ, დღეს დაგეგმილ ეთერში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სხვა საკითხებთან ერთად, ამაზეც ექნება რამდენიმე საინტერესო და ღია გზავნილი. კანდიდატთან დაკავშირებით, გუნდს საკუთარი ხედვა აქვს  და ვფიქრობ, მალე მოხდება დასახელება. ერთ-ერთ კრიტერიუმს გამოვყოფდი – გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამოცდილება, საზოგადოების ცნობადობა და ნდობა, ვფიქრობთ იმაზეც, უნდა იყოს თუ არა პარტიული სახე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევა შესაძლოა, აქამდე არსებული ტრადიციული გზით არ მოხდეს.

„როგორც წესი, ყველა პარტია მხოლოდ თავისი წიაღიდან ეძებს ხოლმე კანდიდატებს. დემოკრატიის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლებელია,  ავირჩიოთ გარკვეული არატრადიციული გზა. ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებია და დარწმუნებული ვარ, მალე გახდება ცნობილი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პოპულალურები