LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების” წევრები „ევროპულ საქართველოს” უერთდებიან – გიგი უგულავა

34

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა რამდენიმე წევრმა დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. მათ შორის არიან რუსთავის, გარდაბნისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგნებლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდრემა გიგი უგულავამ პარტიაში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გურიის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლები, კოორდინატორები, ზონის უფროსები და აქტივისტები „ოცნებას“ რუსთავში, გარდაბანში, დმანისში, წალკასა და მარნეულშიც ტოვებენ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა არის თითოეული თქვენთაგანის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობთ, კომპრომისი სინდისთან. ეს არის ის შეცდომა, რომლის წინაშეც თავის მათლება და საკუთარ სინდისთან ანგარიშსწორება მოგვიწევს სამომავლოდ. ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და „ევროპულ საქართველოს“ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა “ქართული ოცნებიდან“. უამრავი ადამიანი ფიქრობს ასე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების“ შტაბი არ დარჩა რეგიონებში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთი სახელმწიფო გვაქვს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, უნდა შევჯერდეთ ერთ მთავარ პრინციპზე, რომ გვინდა უკეთესი ხვალინდელი საიმედო დღე. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი, რომელსაც ჩვენივე ხელით ჩავუდებთ ჩვენს სახელმწიფოს ფუნდამენტში და როდესაც ფუნდამენტი დაინგრევა, მაშინ შენობის სილამაზეს არანაირი აზრი აღარ ექნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პოპულალურები