LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქტის მწარმოებლებმა ფედერაცია დააფუძნეს

119

”საქართველოს მწარმობელთა ფედერაცია” ოფიციალურად დაფუძნდა. პრეზენტაცია ’საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში გაიმართა, სადაც ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

როგორც ”ფორტუნას” ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტრომა ლევან სილაგავამ განუცხადა, წევრებად მხოლოდ ის კომპანიები არიან წარმოდგენილი, რომელიც ქართულ პროდუქტს აწარმობენ. მისი თქმით, ორგანიზაცია შექმნის დიალოგის ფორმატს, რომელიც ქართულ წარმოებაში არსებულ პრობლემებს გამოკვეთს და მთავრობასთან კომუნიკაციას აწარმოებს.

”პრობლემატიკა არის საკმაოდ მოცულობითი, მათ შორის, ქართულ ბაზარზე სწორი კონკურენციის ჩამოყალიბება. სწორი კონკურნეციის პირობებში ადგილობრივი მწარმობელმები შექმნიან მეტ პროდუქციას. შესაბამისად, იმპორტი ჩანაცვლდება ადგილობრივი პროდუქციით. მწარმობლები ადგილობრივი ინვესტორები არიან, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია და შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში, მათ კიდევ შეუძლიათ მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელონ შესაბამის დარგებში. გვავქვს გეგმა და ვმუშაობთ ამ გეგმაზე. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მუშაობაში ჩაერთონ, თუ როგორ შეიძლება ქართული ეკონომიკის გაძლიერება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით” – განუცხადა ”ფორტუნას” სილაგავამ.

მისივე თქმით, ხელშეწყობის პირობებში, იმპორტი ეტაპობრივად ჩანაცვლდება. როგორც სილაგავამ აღნიშნა, არსებობენ მძლავრი ქართული წარმოებები, რომელთაც ახლო მომავალში შეუძლიათ ”დიდი ნახტომით” წავიდნენ წინ.

”ჩვენ კონკურენტუნარიანი წარმობები გვაქვს ფქვილის, ფრინველის ხორცის, კვერცხის წარმოებაში. გვყავს ინდუსტრიული კომპანიები, მაგალითად ”საქკაბელი” -კაბელის წარმოება. კომპანიები, რომლებიც აწარმობენ ახალ ტექნოლოგიებს, მაგალითად, ჩვენ შემოგვიერთდა კომპანია, რომელიც რესივერებს და ლედ ნათურებს აწარმოებდა და ახლა ტელევიზორების გამოშვებას აპირებს,” – აღნიშნა სილაგავამ.

”საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის თქმით კი, ეს ორი გაერთიანება შეეცდება შესაბამისი რეკომენდაციები და პრობლემები სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებამდე მიიტანოს.

”ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პრობლემები აქამდე არ გვარდებოდა, იყო ის, რომ მთავრობა ძირითადად უსმენს გაერთიანებას და არა ერთ კომპანიას. იმას, თუ რამდენად წარმოადგენს ეს პრობლემა სექტორის პრობლემას. როდესაც იკრიბებიან კომპანიები და წარმოადგენენ ერთ ხმას, რომელშიც გაერთიანებულია ვთქვათ 100 ათასზე მეტი დასაქმებული, ეს პირდაპირ ანგარიშგასაწევი ძალა ხდება,” – განუცხადა ”ფორტუნას” ლაშა ლაბაძემ.

”საქართველოს მწაროებლთა ფედერაცია” ამ დროისთვის 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები