LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროექტი ბერლინალეზე 10 რჩეულს შორის მოხვდა

57

ქართული პროექტი ”ცარიელი სახლი”, რომლის ხელმძღვანელი რატი წითელაძეა, ბერლინალეს 10 რჩეულ პროექტში მოხვდა. ფილმი მსოფლიოს 133 ქვეყნის 3 100 აპლიკანტს შორის შეირჩა.

პროექტი Berlinale Co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წინაშე წარდგება და გამარჯვებული კონკურსის წესით გამოვლინდება. გამარჯვებულს პროექტის განვითარებისთვის ფულადი ჯილდო, 10 000 ევრო გადაეცემა.

გეტყვით, რომ გარდა ბერლინალეს ფესტივალისა, “ცარიელი სახლი”  სხვა არაერთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.

კერძოდ, აგვისტოში რატი წითელაძემ პროექტით “ცარიელი სახლი” ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Open Doors სპეციალური აღნიშვნის პრიზი მოიპოვა. თავად  რატი წითელაძე კი Festival de Cannes-ზე 6 საუკეთესო რეჟისორს შორის შეარჩიეს.

“ცარიელი სახლი” ავტობიოგრაფიული ისტორიაა, რომელიც 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და 11 წლის გოგოს ტრაგიკულ ამბავს გვიამბობს.

https://www.facebook.com/RatiTsiteladze/photos/a.433821380000634.89027.154220091294099/1521024914613603/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები