LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საბავშვო ბაღი, რომელიც 2 თვეში აშენდა

90

ურეკის დასახლება წვერმაღალას “ფონდმა ქართუმ” საბავშვო ბაღი აუშენა. 25 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, “ქართუს” დაკვეთით წვერმაღალას საბავშვო ბაღის მშენებლობა შეასრულა ასოციაცია “ატუ”-მ.

“ატუ”-მ საბავშვო ბაღის მთელი კომპლექსი ააშენა მშენებლობის უფლების მიღებიდან ორ თვეში. ამ პერიოდში, ადგილობრივი სკოლის მიმდებარე ცარიელ მინდორზე აშენდა როგორც უშუალოდ საბავშვო ბაღის შენობა, ასევე ბაღის ეზო, მესერი, წყლის გამწმენდი ნაგებობა და კომლექსის დამცავი კედელი, შენობაში დამონტაჟდა ყველა საჭირო ინვენტარი და ავეჯი. 2 თვის შემდეგ საბავშვო ბაღი უკვე მზად იყო ექსპლუატაციისთვის”, – განაცხადეს ”ქართუში”.

მათივე ცნობით, რეკორდულად მოკლე ვადებში აშენებული  საბავშვო ბაღი “ფონდმა ქართუმ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები