LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული სახელმწიფოს ამაოხრებელთა სამეული – თემურ ლენგი, მურვან ყრუ და 12-14 წლის ბავშვების ბანდები…“

256

ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მისი მოსაზრებაა გადმოცემული საქართველოს ამაოხრებელთა სამეულის შესახებ, სადაც მან მურვან ყრუსა და თემურ ლენგის შემდეგ 12-14 წლის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ქუჩის ბანდებიც შედის, რომლებიც ბოლო პერიოდია, მანქანებს ძარცვავენ.

ლევან ყურაშვილის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა, ჩვენც გთავაზობთ:

„ქართული სახელმწიფოს ამაოხრებელთა სამეული:

  1. თემურ ლენგი (იგივე კოჭლი თემურა): კაცი თავის პატარა ბიზნესს ატრიალებდა, ლარივით სავაჭრო გზა ქონდა გაჭრილი, ჩაუხტებოდნენ ეს გიჟი ქართველები, დაესხმებოდნენ ამ ქარავნებს, გაძარცვავდნენ და გარბოდნენ ტყეში. ერთხელ შემოვიდა, რამდენიმე ასეული თავი გააგორა და გააფრთხილა: თქვენ კინჩხი და კისერი გიტეხიათ, ამ ქარავნებს შეეშვითო. ვერ გაიგეს… ჩაუხტნენ, კიდე გაძარცვეს. მეორედ შემოვიდა, უფრო მეტი თავი გააგორა, კიდე გააფრთხილა გურჯები, მაგრამ ჩემი ფეხები… მესამედ, მეოთხედ… მერვედ ისე შემოვიდა, რომ ქვა-ქვაზე აღარ დატოვა, მაგრამ ქართველებმა მაინც გააგრძელეს ძარცვა. ბოლოს ნერვიულობის ნიადაგზე სული განუტევა.
  2. ყრუ მურმანა: ზემოდან რომ დაიწყო, ქვემოთ ისე ჩამოვიდა, თუ რამე სულიერი იყო გზაში, ყველაფერი ფარშად აქცია, მაგრამ ბოლოს ლეჩხუმლებმა ჩავახრჩეთ ცხენისწყალში.
  3. 12-14 წლის ბავშვები: დადიან, დათარეშობენ, ხან მაღაზიებს ტეხავენ, ხან მანქანებს. თუ რამე არ მოეწონათ, შეიძლება იქვე ცეცხლი წაუკიდონ და მიაწვან კიდეც. პოლიცია დაიჭერს, მიიყვანს, განყოფილებას დაათვალიერებინებს, ცხელ ჩაის და კაკაოს დაალევინებს და საღამოს სახლამდე აცილებს. მეორე დღეს ისევ გამოდიან, დათარეშობენ და აოხრებენ.

მოკლედ, კოჭლი თემურა და ყრუ მურმანა მოვინელეთ და 12 წლის ბავშვები გვიხნავენ პატრონს.

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა:

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia

თქვენზე უნიათო, დაჟე ის გიჟპოეტა ვახტანგ მეექვსე და ვითომ მეფე გიორგი XII-ც კი არ ყოფილა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები