LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საზოგადოება “ქართულ მარშს” არ იმსახურებს – სანდრო ბრეგაძე

40

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ქართული საზოგადოება მათ მოძრაობას არ იმსახურებს. ბრეგაძის თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო, ქართული მარშის დაშლასთან დაკავშირებით ის მოძრაობის წევრების შეხვედრაზე დააყენებს.

ქართული საზოგადოება, ჩემდა სამწუხაროდ, იმსახურებს რესპუბლიკურ პარტიას, სოროსის ფონდს, ნაციონალურ მოძრაობასა“ და ბოკერიას პარტიას [ევროპული საქართველო“]. როგორც მე ვხედავ, არ იმსახურებს ქართულ მარშს“ და მის თავგანწირულ ბრძოლას. ამ ადამიანებს სურთ, რომ სხვისი ხელით იქნას გამარჯვება მოპოვებული და ასე არ ხდება ხოლმე, – განაცხადა ბრეგაძემ.

„ქართული მარში“ ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობების მატარებელი ადამიანების გაერთიანებაა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები