LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თემატიკის წინდები ევროპასა და ამერიკაში აცვიათ- ალტერსოქსი ექსპორტზე გავიდა

509

ქართული წარმოების ფერადი, მხიარული და ორიგინალური წინდები ექსპორტზე გავიდა. ბრენდ ”ალეტერსოქსის” ნაწარმი უკვე ესპანეთში, გერმანიასა და აშშ-შიც აცვიათ. ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც არსებობს და მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები.

”გვყავს მუდმივი პარტნიორები ბელორუსსა და ირანშიც, სადაც ასევე გადის ჩვენი პროდუქცია. სამომავლოდ, გვინდა რომ გავაფართოვოთ წარმოება, რათა მოთხოვნა უცხო ქვეყნების მხირად სრულად დავაკმაყოფილოთ. ამ ეტაპზე ექსპორტზე წინდების მხოლოდ მცირე მოცულობები გაგვაქვს. ამასთან, გაფართოება გვინდა ადგილობრივ ბაზარზეც”, – აცხადებენ ”ალტერსოქსში”.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუმარტეს, ”ალტერსოქსის” წინდებს სხვებისგან დიზაინი გამოარჩევ. ”პირველ რიგში, წინდები იწარმოება და დიზაინი იქმნება საქართველოში. ერთადერთი კომპანია ვართ, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წინდები ქართული თემატიკით: ხინკლებით, ხაჭაპურებით, ჩოხით, ღვინის თემატიკით და ა.შ. ასევე, წელიწადში სულ მცირე სამჯერ ვანახლებთ კოლექციას, რათა პროდუქცია მუდმივად მრავალფეროვანი იყოს”, – აღნიშნავენ წინდების მწარმოებელ კომპანიაში.

ცნობისთვის, ”ალტერსოქსი” 2016 წლის მარტის ბოლოს დაარსდა. კომპანია დააფუძნეს მეუღლეებმა: ნინა მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა. ”ალტერსოქსი” აწარმოებს ფერად, მხიარულ და ორიგინალურ წინდებს, როგორც ქართული თემატიკით, ასევე გამოყენებული აქვს მსოფლიო მხატვრობა, ტრენდული თემატიკა და ა.შ. ამჟამად ”ალტერსოქსის” ბრენდის ქვეშ 80-მდე სახეობის წინდა და გეტრი იწარმოება. ბრენდის პროდუქცია იყიდება თბილისში მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, (თბილისი მოლი, პიქსელი, სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და ისთ ფოინთი) ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

რაც შეეხება ”ალტერსოქსის” პროდუქციის ღირებულებას, როგორც კომპანიაში განმარტავენ, წინდების ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, ფასები საკმაოდ მისაღებია. ”გარდა ამისა, მომხმარებელი მუდმივად იღებს ფასდაკლებას სამი, ან მეტი წინდის შეძენისას, ასევე გვაქვს უფასო სასაჩუქრე ყუთები ორი, ან მეტი წინდის შეძენისას”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ”ალტერსოქსი” ერთ-ერთი ფინალისტია ”ჯეოსელისა” და ”თიბისი ბანკის” ბიზნესდაჯილდოების, ნომინაციაში ”წლის მცირე ბიზნესი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები