LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული უნაკერო მილები ექსპორტზე აშშ-ში გავა

220

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ისტორიაში პირველად საკუთარი ბრენდით ამერიკის შეერთებულ შტატებში უნაკერო მილების ექსპორტს განახორციელებს.

ქარხნის პრესსამსახურის ინფორმაციით, 1000 ტონამდე პირველი საცდელი პარტია უდიდეს საექსპორტო ბაზარზე 25 ნოემბერს გაიგზავნება. მათივე ცნობით, კომპანიამ საკუთარი ბრენდით მილების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო.

”ეს მოითხოვდა კომპანიის მენეჯმენტის, გაყიდვების გუნდისა და წარმოების თანამშრომლების მუდმივ და ინტენსიურ შრომას კლიენტების მოზიდვის, ხარისხის გაუმჯობესების და საწარმოო ხარჯების შემცირების მიმართულებით.  ექსპორტი ჯერ ჩვენი რეგიონით დაიწყო – აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამას ევროპის ქვეყნები დაემატა: ჰოლანდია, იტალია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. ბოლოს კი ჯერი ამერიკის ბაზარზე მიდგა, რომელიც საერთაშორისო ბაზრებს შორის ყველაზე დიდია, ნაკლებად ფრაგმენტული და, ამავდროულად, მკაცრ ნორმებს უყენებს მწარმოებლებს.

უნაკერო მილი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტია, რომელიც კი ექსპორტზე მასურად გასულა ჩვენი ქვეყნიდან”, – აცხადებენ მეტალურგიული ქარხნის პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები