LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ვისკის მსოფლიო აღიარება – JIMSHER-მა ვერცხლის მედალი მოიპოვა

125

ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ქართულმა ვისკიმ “JIMSHER” ვერცხლის მედლები მოიპოვა.
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სადეგუსტაციო კონკურსზე, 18 კაციანი საერთაშორისო ექსპერტები, ნიმუშებს ბრმად არჩევდნენ. World whiskey Masters-ში კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ინდოეთიც მონაწილეობდა.

“მოხარული ვარ, რომ ლონდონის ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში, სადაც ე.წ. ჟიურის წევრები “ბრმა მეთოდით” იღებენ გადაწყვეტილებას, პირველმა ქართულმა ვისკიმ სერიოზული განაცხადი გააკეთა ვისკის სამყაროში. პირველი ქართული ვისკი სულ ოთხი თვეა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდა და თავისი ნიშა დაიმკვიდრა“, – განაცხადა ვისკის ავტორმა, ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ.

პირველი ქართული ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ეკუთვნის დიზაინერ ზვიად ციკოლიას.
ქართული ვისკის პირველი ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა, შემდეგ კი პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირა ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები