LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების საბავშვო ტანსაცმელი ლონდონში იყიდება

455

საქართველოში წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა. კომპანია Spilow-მ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არსებულ მაღაზია Igloo-სთან თანამშრომლობა დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” Spilow-ში განუცხადეს, სამოსის ერთი პარტია უკვე გაიგზავნა ლონდონში და გაყიდვებიც წარმატებით ხორციელდება.

”ლონდონში ჩვენი წარმოებული გაზაფხული-ზაფხულის საბავშვო კოლექცია გავაგზავნეთ. ამასთან, წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Spilow-მ ლონდონში არსებულ მაღაზია Igloo-ს შეუკერა წიგნის გმირების ფორმები. წიგნის მსოფლიო დღე სხვადასხვა ქვეყნებში 23 აპრილს აღინიშნება, თუმცა, იმის გამო, რომ ეს თარიღი ყოველთვის სასკოლო არდადეგებს ემთხვევა, დიდი ბრიტანეთი მას მარტის პირველ ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღეს სკოლაში ყველა მოსწავლე წიგნის რომელიმე გმირის ფორმით მიდის”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, Spilow-ს ბავშვთა სამოსი ნატურალური ქსოვილებისგან იკერება. ტანსაცმელი 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მზადდება. რაც შეეხება ღირებულებას, ბავშვთა სამოსის საშუალო ფასი 45 ლარია.

”ადგილობრივი წარმოების საბავშვო ტანსაცმელზე საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ყოველთვიურად იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად, იზრდება ჩვენი წარმოებაც. გამოდის რომ მოთხოვნას ვეწევით- რასაც ვკერავთ ყველაფერს ვყიდით. ამჟამად ჩვენი პროდუქცია თბილისში 2 მაღაზიაში იყიდება. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა, აქვს ჩვენი ნაწარმი ონლაინ შეიძინოს, საიტზე buyers.ge ”, – განმარტეს საბავშვო ტანსაცმლის ქართულ ბრენდში.

ცნობისთვის, Spilow 2016 წლის ზაფხულში შეიქმნა. ბრენდი ამ ეტაპზე რამდენიმე სამკერვალო ფაბრიკასთან თანამშრომლობს, სამომავლოდ კი გაფართოებასა და საკუთარი ფაბრიკის გახსნას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები