LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების სათამაშოები ევროკავშირში გაიყიდება

265

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა ფრანგული კომპანიის Koobi-ს დამფუძნებელს, ალან არნოს უმასპინძლეს, რომელიც ქართული სათამაშოების კომპანიის „ჯეოთოიზ“ პარტნიორი და დამკვეთი გახდა.

ფრანგი პარტნიორის და დამკვეთის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ადგილობრივი პოტენციალის გაცნობას და ამასთანავე, ქართული კომპანიის საწარმოს დათვალიერებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია საკუთარ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს ევროკავშირის ბაზარზე.

აღნიშნულ წარმატებას ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ „ჯეოთოიზ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე – Spielwarenmesse 2018 მიაღწია, რომელიც 2018 წლის 31 იანვარიდან – 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა.

სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები