LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვი ექსპორტზე გავა

1270

იმპორტირებული თევზისა და ხორცის კონსერვი, ადგილობრივით ჩანაცვლდება. კომპანია ”კულამ” კონსერვების წარმოება დაიწყო და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში, მიმდინარე წლის აგვისტოდან გამოჩნდება. შესაბამისი ქარხანა გორის რაიონში აშენდა და ექსპლუატაციაში ცოტა ხნის წინ გაეშვა. აქ 40-ამდე ადამიანი დასაქმდა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, კონსერვები ბაზარზე როგორც ”კულას” ბრენდის ქვეშ, ასევე სხვა სახელითაც გამოჩნდება და სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა და მარკეტში გაიყიდება.


”მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ხორცისა და თევზის იმპორტირებული კონსერვები შემოდის. ამიტომ, ვეცდებით, ჩვენი ნაწარმით იმპორტი ჩავანაცვლოთ და ამას ვგეგმავთ, მაღალი ხარისხით. ამასთან, კონსერვის ფასები იქნება საკმაოდ კონკრურენტუნარიანი”, – აღნიშნა გოგლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია 10-ამდე სახეობის კონსერვზე მუშაობს, სამომავლოდ კი ასროტიმენტის გაზრდაც იგეგმება. ამასთან, ”კულას” კონსერვები ადგილობრივი ბაზრის გარდა ”კულას” უცხოეთშიც გაიყიდება. საწყის ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, დსთ-ს ქვეყნებში გავა.

ცნობისთვის, ”კულას” თევზისა და ხორცის კონსერვის მწარმოებელი ქარხანის პროექტში მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები