LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ფილმმა ნორვეგიის კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა

92

რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. ეს ამ ფილმის რიგით მეორე ჯილდოა. „სხვისი სახლი“ კარლოვი ვარის კინოფესტივალისგამარჯვებულია პროგრამაში East of the West.

ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი ნორვეგიაში 2000 წლიდან იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა.

რაც შეეხება რუსუდან გლურჯიძის კინოსურათს, ის ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის ერთობლივი პროდუქციაა.

მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა.

ფილმში ომში გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს სწორედ ზემოხსენებული ფილმი შეირჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები