LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა მხარემ ბრაზილიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

66

თბილისში, სასტუმროში Rooms Hotel, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, ქართულმა მხარემ უმასპინძლა ბრაზილიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: მანქანა-დანადგარების ნაწილების წარმოება, ელექტრომოწყობილობები, მსუბუქი მრეწველობა, კვლევითი მომსახურებები, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

შეხვედრაზე ბრაზილიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს გარემოს შესახებ და განხილულ იქნა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით დონდუა, საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი სისერო მარტინს გარსია, ბრაზილიის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ევრაზიის განყოფილების უფროსი ბატონი ალმირ რიბეირო ამერიკო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტის მართვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა.

ღონისძიებას საქართველოს ბიზნეს-სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებზე მხარებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე. ფორუმის ფარგლებში, ასევე გაკეთდა პრეზენტაციები ანაკლიის საქალაქო პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები