LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

64

პოლიტიკურმა პარტიამ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ახალციხესა და ადიგენში ”ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალციხის მერი გიორგი კოპაძე იქნება.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ენზელ მკოიანია.

ბორჯომსა და ასპინძაში ”ქართული ოცნების” სახელით კენჭს გედევან ფოფხაძე იყრის, რომელიც ამჟამად ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატია.

”ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

”ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ და წელსაც, ამ არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან რეალური ნაბიჯებით მივდივართ წინ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვაძლიერებს. ჩვენ არჩევნებში ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ”ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები