LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულმა ოცნებამ” სამთავრობო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

96

პარლამენტის თბილისის შენობაში ქართული ოცნების ფრაქციის დახურული სხდომა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემედეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი.

 

“მოვისმინეთ ერთმანეთის შეხედულებები პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ცვლილებებთან მიმართებაში და ერთმნიშვნელოვნად მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას.”-განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მან ასევე ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მოესწრება მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირება, რომელიც 14 სამინისტროზე იქნება გათვლილი.

 

“ბიუჯეტის კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც 14 სამინისტროზე იქნება გათვლილი, ვფიქრობთ მოესწრება კორექტირება, რადგან ბიუჯეტი ჯერ მიღებული არ არის. ეს სტრუქტურული ცვლილებები ადეკვატურდ აისახება ბიუჯეტის პროექტში. მთავრობა იმუშავებს მიზანდასახულად იმისათვის, რომ ის შენიშვნებიც იქნას გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტიდან იქნა გაგზავნილი”.- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა. სპეციალისტების მოსაზრებით, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, რამდენიმე უწყებას დაფინანსება ეზრდება.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებს,  თანამდებობებს ტოვებენ გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ვიქტორ დოლიძე და ილია ელოშვილი.

სამთავრობო კაბინეტში ორი ახალი სახეა: ფინანსთა მინისტრის პოსტს რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს. განათლების მინისტრის თანამდებობაზე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელია წარდგენილი.

კვირიკაშვილმა ასევე თქვა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და კრიზისების მართვის საბჭოში ერთიანდება, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები