LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ახალგაზრდებს მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ პროექტებში დაასაქმებენ

89

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოში ტექნოლოგების სფეროს განვითარებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, უნივერსიტეტში გაიხსნება “ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი”, რომელიც გულისხმობს ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმების და ახალი პროექტების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასობით ახალგაზრდა კადრის გადამზადება და მათი ჩართვა მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ პროექტებში.

პროექტი ხორციელდება ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით და მისთვის გამოიყოფა განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და განვითარებაზე. პროცესში ჩართული იქნებიან ისრაელის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებასა და მათი მდგრადობის მხარდაჭერას.

ცნობისთვის, ისრაელი ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე ქვეყანაა, რომლის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტებისთვის. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო შრომის ბაზრებზე ინტერესის გაზრდაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები