LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ბიზნესმენს სახელმწიფო 33 000 ლარს დაუბრუნებს – „ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია…“

138

ბიზნესმენი გიორგი გაბუნია წერს ამბავს, რომელიც მას გადახდა თავს. ბიზნესმენის თქმით, შვიდი წლის წინ დაარსებულ კომპანიაში ახლახან საგადასახადო შევიდა და კომპანიას, რომელსაც ყველა გადახდილი თეთრი დაუთვალეს, უკან 33 000 ლარს ჩაურიცხავენ.

გიორგი აღნიშნავს:

„მოკლედ, 🙂

7 წელი გახდება მალე მას შემდეგ, რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა. სიმართლე მინდა ვთქვა, ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება, რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლიბაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი!

ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა, ათეულობით ჩემი ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილობენ.

გულწრფელად ვუხდი მადლობას მათ, ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში.

ეს განვითარების საწინდარია!

მადლობა მაგარ დირექტორს და საუკეთესი ბუღალტერს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები