LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მეწარმეებს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ახალი ინსტრუმენტები აქვთ

105

ქართველმა მეწარმეებმა სულ მალე შესაძლოა, გეოგრაფიული აღნიშვნები, პროდუქციის მარკეტინგულ ინსტრუმენტად გამოიყენონ.

როგორც ”ფორტუნას” “საქპატენტის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა, გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი დარწმუნებული და გარანტირებულია ხარისხის სტაბილურობაში.

” ეს ინსტრუმენტი ძალიან პოპულარული და განვითარებულია ევროპაში. საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კუთხით არსებობს პოტენციალი შეგვიძლია გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.  ეს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის გაზრდის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და  ქართველ მწარმოებლებს ევროპულ ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება”, – განაცხადა გოგილაძემ.

გეოგრაფიული აღნიშვნების დანერგვაში “საქპატენტს” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) ეხმარება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები