LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მეზღვაურებს გერმანულ კომპანიებსა და გემებზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

125

გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომების აღიარება მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, განსაკუთრებით მეზღვაურთა დიპლომების აღიარების და მათი დასაქმების კუთხით. სულ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროდან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაიწყებს მუშაობას გერმანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოსამზადებლად, რათა გერმანიის შესაბამისი უწყებების მიერ მოხდეს ქართული დიპლომების აღიარება“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ დარგში, რათა ქართველმა მეზღვაურებმა გერმანულ კომპანიებსა და გერმანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების შესაძლებლობა მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები