LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მოჭიდავეებს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

50

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული რეგულაციით, დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს ქართველ მოჭიდავეს სანქციები მოუხსნეს.

თუ 1 მარტამდე აღებულ სინჯებში მელდონიუმის შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, სპორტსმენი დისკვალიფიკაციას ექვემდებარებოდა, უფრო ნაკლები შემცველობის შემთხვევაში კი არა.

სპორტსმენების სინჯებში აღნიშნული პრეპარატი დასაშვები ნორმის ფარგლებში მოექცა.

ცნობისთვის აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის მიღებაში ბრალი ქართველ მოჭიდავეებს, ბექა ბუჯიაშვილს, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ბექა ლომთაძეს, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ავთანდილ კენჭაძეს, გიორგი მეშვილდიშვილსა და ოლიმპიადის ფინალისტ, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ დავით მოძმანაშვილს, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე მათე სოფაძეს ედებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები