LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე მოთხოვნა შემცირდა

102

საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ითხოვენ გერმანიაში თავშესაფარს და ეს ტენდენცია კლებადია. ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით გერმანიასთან თანამშრომლობს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან და ამ ურთიერთობის შედეგად, უკვე ვხედავთ, რომ ის ტენდენცია არის შეცვლილი – ანუ, ზრდის ტენდენცია არის შეცვლილი კლების ტენდენციით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე დარჩება, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური რეპუტაციისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რომ გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით,“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გერმანული გამოცემა Deutsche Welle-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები