LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებს სპეციალურ ფასად ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის აღმოჩენა შეუძლიათ

83

საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ჩრდილოეთ ამერიკა, აფრიკა და აზია სპეციალური ფასებით. აღნიშნულ შესაძლებლობას, გაყიდვების ფესტივალის ფარგლებში, მათ ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ აძლევს.

”ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ, იფრინონ სპეციალურ ფასად შემდეგი ქალაქების მიმართულებით: მონრეალი, ტორონტო, ჰავანა, ატლანტა, ბოსტონი, ვაშინგტონი, ნიუიორკი, ლოსანჯელესი, მაიამი, ჩიკაგო, სანფრანცისკო, ბიშკეკი,გუანჯო, პეკინი, ტოკიო, ქაირო,ჰონგკონგი,ბანგკოკი,სეული, ფჰუქეთი, სეიშელის კუნძულები, მავრიკია, ანტანანარივო, თელავივი”, – აცხადებენ ”თურქეთის ავიახაზებში”.

მათივე ცნობით, გაყიდვების ფესტივალზე,თბილისიდან გასაფრენი ორმხრივი ბილეთის ფასი 217 ევროდან იწყება. აქციის ფარგლებში, ფრენა შესაძლებელია 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წ. 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბილეთების შეძენა შესაძლებელია 25 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, სპეციალური შეთავაზება მოიცავს ყველა მოსაკრებელს, ტაქსებს და გადასახადებს. დაშვებული ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.turkishairlines.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები