LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ბალერინა „ვოგისთვის“ „პუმას“ ახალ კოლექციაში პოზირებს

256

დიდი თეატრის ქართველი სოლისტი, ბალერინა ნელი კობახიძე „ვოგის“ რუსული გამოცემისთვის  „პუმას“ ახალი კოლექციით პოზირებს. „ვოგი“ ნელის შესახებ წერს. რასაკვირველია, სტატიაში ნახსენებია ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც ქართველი ბალერინასთვის შთაგონების ერთ-ერთი ძლიერი წყაროა და ნელი აღნიშნავს, რომ ბალანჩინი ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური მოცეკვავე იყო, მისი ქორეოგრაფიის შესრულებისას მოცეკვავე მუსიკას ერწყმის.

„როგორც ნელი კობახიძე აღიარებს, ბალეტი მისთვის არა სპორტი, არამედ რელიგიაა. მოხვდები სასწავლებელში და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. შემდეგ არის მტანჯველი ვარჯიშების დღეები, შეზღუდვები, გასტროლები, ყოველდღიური რეპეტიციები – ყველაფერი საოცნებო სცენაზე გამოსასვლელად ხდება. „ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს: მაქსიმალურად გამოვხატოთ, რას ვგრძნობთ, შევიგრძნოთ თავისუფლება, როცა სცენაზე გამოდიხარ, რეალობა ქრება და განსაკუთრებული რეალური სამყარო ჩნდება. შეუძლებელია, რომანტიკული პერსონაჟი შექმნა, თუკი მეორე მხარე არ იცი. ვერასდროს ითამაშებ რაღაც ამაღლებულს, თუკი დაცემა არ გიგრძნია. ვერ იგრძნობ თეთრს შავის გარეშე, სიყვარულს – იმედგაცრუებისა და ტანჯვის გარეშე“ – ამბობს ბალერინა. ეს ყველაფერი კი დიდ თეატრში საკმარისადაა.

ინტრიგები მუდამ არის. „ცხოვრება კოლექტივში მათთან ურთიერთობის გარეშე, პედესტალზე დგომა არარეალურია. პატარა რაღაცებისგან ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ შვილები გყავს, აღარ აზვიადებ, რაღაც პარტია არ მოგცეს ან არ მოგცეს მაშინ, როცა შენ გინდოდა, ისე ჩქარა არა, როგორც გსურდა, არ მოხვდი იმ შემადგენლობაში, რასაც ისურვებდი – ეს ყველაფერი წვრილმანებია“ – აღნიშნულია „ვოგის“ სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები