LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ბიჭი, რომელიც სნუპ დოგმა დაბადების დღეზე დაპატიჟა – „იქ თავის მეგობრებთან ერთად დამხვდა…“

557

კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილი, ნიკუშა კანდელაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს, კერძოდ, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში,  საკმაოდ საინტერესო ფაკულტეტზე, სახელწოდებით მუსიკის ინდუსტრიის მართვა. იქ ასევე მუშაობს, როგორც „ისტერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელი და საქმიანი შეხვედრებიც აქვს სხვადასხვა ვარსკვლავის მენეჯერთან.

ნიკუშამ ამას წინათ სოციალურ ქსელში სნუპ დოგთან და კრის ბრაუნთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. დავინტერესდით და დავუკავშირდით იმის საკითხავად, სად არის გადაღებული ფოტოები.

ნიკუშა:

თავის დაბადების დღეზე სნუპ დოგმა დამპატიჟა, საქართველოში, ბათუმში ყოფნისას დავმეგობრდით. ჩემთვის მოულოდნელად დაბადების დღე საციგურაო მოედანზე გაიმართა, „როლიკებით“. სნუპი იქ თავის მეგობრებთან ერთად დამხვდა, 80-იანი წლების ჩაცმულობით, ბევრი სრიალებდა, თან, დიჯეი უკრავდა… იყო უამრავი ცნობილი სახე: Chris Brown, Zendaya,  Wiz Khalifa, The Game და კიდევ ბევრი ალბათ, რომლებიც მე ვერ ვიცანი (იცინის). დღეს მაქვს ლანჩი სნუპის და არა მხოლოდ მის მენეჯერთან, საქმიანი შეხვედრაა, დეტალებს ვერ გეტყვით (იღიმის).

– კრის ბრაუნთან გასაუბრების საშუალება მოგეცა?

– კი, რადგან ასეთ ადგილებში დაცვა არ არის და თავისუფლად შეგიძლია საუბარი. სხვათა შორის, „როლიკებზე“ კარგად სრიალებს (იღიმის).

– სხვა ცნობილ სახეებთანაც ხომ არ ყოფილხარ დაბადების დღეზე?

– დაბადების დღეზე არა, მაგრამ აქ ოჯახურ ვახშამზე, კვირაობით ხშირად დავდივარ სერჯიო მენდესთან სახლში, ბევერლი ჰილზზე.

ნინო მურღულია

snooptan ertad

zendaya sergiostan ertad kris brauntan ertad

diana krall erykah badu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები