LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველი ბიჭუნა, რომელიც ზოოპარკში გაიპარა” – „ბიბისი” 10 წლის ხაშურელ ბიჭზე

89

„საქართველოს დედაქალაქის ზოოპარკმა 10 წლის ქართველ ბიჭუნას ზოოპარკის 1 წლიანი აბონიმენტი აჩუქა. ბიჭუნა სახლიდან გამოიპარა, მატარებლით დამოუკიდებლად გაირა 130 კმ, რათა ცოცხლად ენახა ცხოველები.“ – წერს „ ბიბისი ” ხაშურელ მოზარდზე.

„10 წლის დათო ნოზაძის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თბილისში ჩამოსულს ზოოპარკი დაკეტილი დახვდა.

ქუჩაში მარტო მიმავალი ბიჭი პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და გამოელაპარაკნენ. შემდეგ დაუკავშირდნენ მის მშობლებს და ხაშურში, საკუთარ სახლში დააბრუნეს.

თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა გადაწყვიტა დაეფასებინა ახალგაზრდა ბიჭის ცხოველებისადმი ასეთი სიყვარული.

მეორე დღეს, პატრულის თანამშრომლებმა დათოს ოცნება აუსრულეს და ბიჭი ისევ თბილისში, ზოოპარკის დასათვალიერებლად ჩამოიყვანეს.

დათოს პერსონალური ტური თავად ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ მოუწყო. ბიჭს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ხელით გამოეკვება სხვადასხვა ცხოველები.

აღნიშნულ ფაქტს ქართულ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა – „პატარა ბიჭის ნამდვილი თავგადასავალი, პატარა მეოცნებე და მაძებარი“, – ასე მოიხსენიებდნენ მას.“ – წერს „ბიბისი” ხაშურელი 10 წლის დათო ნოზაძის შესახებ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები