LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექიმების კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცლე: „დღეს ჩემი გოგო სრულიად ჯანმრთელია“

137

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის Facebook გვერდზე პატარა გოგონას მშობლის ემოციურ პოსტი გამოჩნდა.

თეა ქემერტელიძის სამადლობელი წერილიდან ცნობილი ხდება, რომ პატარა თამარი ქვეყანას 26 კვირის ვადაზე, 5 თვის წინ მოევლინა და ის მხოლოდ 750 გრამს იწონიდა. როგორც დედა აცხადებს, პერინატალურ ცენტრში, 5 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, პატარა თავს კარგად გრძნობს და ის სრულიად ჯანმრთელია:

„მე ვარ პატარა თამარ მიხელიძის დედა, თეა ქემერტელიძე. ჩემი თამარი 760 გრამი დაიბადა 26 კვირის ვადაზე. ჩვენ 5 თვე გავატარეთ ღუდუშაურში. დღეს ჩემი გოგო სრულიად ჯანმრთელია. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს“, – წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები