LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექიმი, რომელიც გერმანული სასამართლოს წინაშე წარდგა – ცრემლიანი ამბავი…

170

სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ხათუნა გეგეჭკორი აღწერს სასამართლოს სხდომას, რომელსაც მეგობრის თხოვნით სათარგმნად დაესწრო. განსასჯელის სკამზე ქართველი ექიმი იჯდა, რომელსაც ყალბი პასპორტით ქვეყანაში შეღწევას ედავებოდნენ. ხათუნა გეგეჭკორი წერს:

“მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება – საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა – განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობი, თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო 😞 მერე პაუზა, მოსამართლე აჯამემდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიში დაბადებულიყავით, ალბათ, შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ, ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელიაო.. და ბოლოს თქვა – თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი…”

ხათუნა გეგეჭკორის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები