LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვება კინოფესტივალზე GOEAST

50

26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გერმანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს goEast მასპინძლობდა, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები დაჯილდოვდნენ.

ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცათ ფილმისთვის “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

ფილმი ასევე დაჯილდოვდა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოთი “ფიპრესი”.

ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმი “მზის ქალაქი”.

რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.

წელს კინოფესტივალზე goEast არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე ასევე აჩვენეს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი “ბუბა”, ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერა” და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი “ბედნიერება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები