LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეწარმეები უცხოურ ბაზარს ეძებენ – მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ

125

ქართველი მეწარმეები უცხოურ ბაზარსა და კონკურენტუნარიან ქვეყნებს ეძებენ, სადაც მათი პროდუქტის გატანა იქნება შესაძლებელი,  – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნასთან“  ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა გურულმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებთან 2020 წელს მოსალოდნელი ვალდებულებების შემოღების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და სიახლის ადრესატამდე მიტანას თავად შეეცადნენ. გურული ამბობს, რომ ჩატარებული კვლევის შედეგები და ადგილზე არსებული სიტუაციას ემთხვევა. ფერმერებისთვის არა მხოლოდ სამომავლო, არამედ უკვე ძალაში შესული კანონებიც უცხო აღმოჩნდა.

 ”მეწარმეებს აინტერესებთ, როგორ უნდა დააკმაყოფილონ საექსპორტო პროცედურები. ისინი ამბობენ, რომ მაგალითად, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთში, პროდუქციის გატანა უჭირთ და რომ ამ მიმართულებით იქ არაერთი პრობლემა არსებობს. 2017 წლიდან ეროვნული სააგენტო ფერმერების მკაცრად გაკონტროლებას დაიწყებს ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამიტომ, აუცილებელია, რომ ისინი მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.” – აცხადებს ირინა გურული.

მიუხედავად იმისა, რომ  ფერმერები ამ რეგულაციების მიმართ მზადყოფნას გამოთქვამენ, სახელმწიფოსგან მხარდაჭერას და დახმარებას ითხოვენ. ფერმერი ზურაბ მასურაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროში რძეს აწარმოებს, ამბობს, რომ 2020 წლისთვის მოსალოდნელი ცვლილებები მხოლოდ ფერმერების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს და ამაში ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად დიდი შრომა დასჭირდათ და იგივე საქართველოსაც ელის. ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო ფერმერებისთვის მიწის გადასახადისა და დაბალი აგროსესხის გაცემას უზრუნველყოფს.

saqoneli_421b5

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თენგიზ კალანდაძე აცხადებს, რომ ფერმერებისთვის რეგულაციები არა მხოლოდ 2020-ში არამედ, ყოველწლიურად შემოდის. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან 10 წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელსაც საკანონმდებლო დაახლოების პროცესი ჰქვია. კალანდაძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სხვდასხვა სტრუქტურაც მუშაობს ამ სფეროში, რომელშიც დიდი შრომა და ფინანსებია ჩადებული. თენგიზ კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეწარმე/ფერმერებისთვის ახალი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის, ვებ-გვერდის, ბუკლეტებისა და გაზეთების საშუალებით აწვდის.

”დაახლოებით ორი დღის წინ, პროექტ ”კახეთი მოლის” ფარგლებში კახეთში მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩავიდა. შევხვდით მერძევე ფერმერებს და განვიხლეთ ყველა ის პრობლემა, რაც მეცხოველეობა მერძევეობაში არსებობს. დავსახეთ შემდგომი ღონისძიებები და ასე ინტენსიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სოფლის მეურნეობასა და ფერმერებს შორის” – აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების მიღება გამჭირვალე პროცესია და მასში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები. მისი თქმით, ფერმერების მიმართ სახელმწიფოს დახმარება წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

 

ავტორია ხატია ქირია

პოპულალურები