LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველი მოდილიანის” – სიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოს დაუბრუნდა

637

“ქართველი მოდელიანის” – სიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოში ბრუნდება.

როგორც სოციალურ ქსელში გიორგი კალანდია წერს, საქართველოში დადიანის 20 ტილო და 2 ქანდაკება ბრუნდება. 

კალანდია მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის მხატვრული კოლექცია დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველოს ჯერ არ მიუღია.

 

“თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში უნიკალური საგანძური ბრუნდება! პარიზში ამისათვის ვიყავი – არც მჯერა რომ ეს მოვახერხეთ და ამხელა განძი წამოვიღეთ! ”ქართველი მოდელიანი” – ასე ეძახდნენ მხატვარს, რომელსაც სამშობლოში დღემდე კარგად არ იცნობენ, მისი ნახატები კი ამშვენებს სან-ფრანცისკოს, პარიზის მუზეუმებს, გალერეებსა და კერძო კოლექციებს! მასზე აღფრთოვანებით წერდა ფრანგული და ამერიკული პრესა! თვითონაც აღსაფრთოვანებელი გარეგნობისა იყო, დადიანთა შთამომავალი, ერთადერთი ქართველი ვინც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის არმიაში იბრძოდა. მოკლედ, მასზე ბევრი გვაქვს მოსაყოლი… ახლა კი ვიტყვი რომ სიმონ დადიანის 20 ტილო და 2 ქანდაკება სამშობლოში ბრუნდება, ეს გადაწყვეტილება მემკვიდრეებმა მიხეილ და ლია ვოდეებმა მიიღეს.

”ჩვენ შევასრულეთ მისი უკანასკნელი ოცნება” – თქვა საჩუქრის გადმოცემის შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს მიხეილ ვოდე-მდივანმა და ცრემლები წამოუვიდა, მას ამ ცრემლებით სიმონიკას სამშობლოში დაბრუნება უხაროდა…” – წერს გიორგი კალანდია. 

 

 

 

პოპულალურები