LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მორაგბეების ვარჯიში ინგლისელებთან (ვიდეო)

49

ბორჯღალოსნები პლანეტის მეორე გუნდთან ინგლისთან სამდღიან ერთობლივ ვარჯიშებს მართავენ.

ქართველ მორაგბეებს სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთობლივი ვარჯიში ადრეც ჩაუტარებიათ და მისგან დიდი სარგებელი მიუღიათ, თუმცა მილტონ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ახლა ეს სარგებელი ბევრად მეტი იქნება და არა მხოლოდ სპორტული კუთხით.

თავის მხრივ, ინგლისის რაგბის კავშირის მესვეურები 6 ერის ტურნირის კვლავ ტრიუმფით დასრულებისთვის შრომობენ – წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი ბორჯღალოსნებთან შერკინების გავარჯიშება განიზრახეს.

ინგლისელი და ქართველი მორაგბეები ერთ-ერთ ყველაზე კარგად ორგანიზებულ საწვრთნელ ბაზაზე გადიან ერთობლივ ვარჯიშებს, რომლის ამსახველი ვიდეო Youtube-ში გავრცელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები