LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მუსიკოსები ამერიკაში ჯაზფესტივალზე გამოვლენ

222

არასამთავრობო ორგანიზაცია „Art Bridge”-ის ინიციატივით, ქართველი ჯაზშემსრულებლები – კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე და ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, მიხეილ ჯაფარიძე და დიმიტრი ლეკვეიშვილი აშშ-ში „Jazz Fest 2017“-ზე საქართველოს სახელით წარდგებიან. ღონისძიება ქალაქ ლუვილში 22-25 თებერვალს გაიმართება.

ქართველი მუსიკოსები ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე – International Night  დაუკრავენ. Jazz Fest ოცდამეხუთედ ტარდება, და ქართველ მუსიკოსებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები ბრაზილიიდან, ეკვადორიდან და კოლუმბიიდან.

ამასთანავე, ისინი ჩართულები იქნებიან ყველა საფესტივალო ღონისძიებაში – მასტერკლასებში, კონცერტებსა და ლექციებში. გარდა ფესტივალში მონაწილეობისა, ქართველი მუსიკოსები შეძლებენ დაესწრონ ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის რეგულარულ კლასებს და სწავლების პროცესს მიადევნებენ თვალს.

ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას Kavkaz Jazz ფესტივალს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლას შორის.

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან  ტარდება და მისი ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა. პირველად, 2015 წლის ოქტომბერში, Art Bridge-ისა და Kavkaz Jazz ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ელენე მეჩიტოვა ეწვია ლუვილის უნივერსიტეტს საერთაშორისო პროგრამის CEC  Artslink ფარგლებში. თამამშრომლობა გაგრძელდა 2016 წლის ივნისში, როდესაც Kavkaz Jazz ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა,  რომელსაც  ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი მაიკლ ტრეისი  (საქსოფონი) და ამავე სკოლის პროფესორი კრეიგ ვაგნერი (გიტარა) გაუძღვნენ. მასტერკლასებში მონაწილეობა კონსერვატორიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

Kavkaz Jazz ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამა ვრცლად გააშუქდა ამერიკის სხვადასხვა მედია-საშუალებაში. და, რაც მთავარია, მოხვდა ამერიკის ყველაზე გავლენიანი ჯაზ-ჟურნალის Down Beat-ის ფურცლებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები