LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მუსიკოსი ნორვეგიაში ქუჩაში დაკვრის გამო დააკავეს

216

„ფეისბუქ“-გვერდი Scratch The Floor ავრცელებს განცხადებას, რომელიც ქართველ მუსიკოსს ეხება. გვერდის მტკიცებით, ის დაკავებულია ნორვეგიაში ქუჩაში დაკვრის გამო. გთავაზობთ განცხადებას:

„მეგობრებო, ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის. ჩვენი ძმა და მეგობარი და ვოკალისტი – სიდი, როგორც იცით, იმყოფება ნორვეგიაში. გუშინ უნდა გამოფრენილიყო სახლისაკენ, მაგრამ გამოფრენამდე რამოდენიმე საათით ადრე ის დააკავა საემიგრაციო სამსახურმა და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში, ამჟამადაც იქ იმყოფება. არც შენგენის ზონაში ყოფნის დროის ლიმიტი დაურღვევია და არც არაფერი მოუპარავს. ერთადერთი, რასაც ედავებიან, არის ის, რომ ქუჩაში უკრავდა და ამით „ფულს აკეთებდა“(!) იმასაც კი ეუბნებიან, ბარში ან გინდაც სადმე თუ დაგიკრავს და ამის გამო ლუდი მაინც დაგალევინეს უფასოდ, ეგეც დანაშაულიაო!

საქართველოს საელჩო ნორვეგიაში უკვე ჩართულია ამ საქმეში და დიდ მადლობას ვუხდით მათ გაწეული დახმარებისთვის. ადვოკატიც ჰყავს სიდს აყვანილი, უპატრონოდ არ არის. უბრალოდ, ერთი პრობლემა ისაა, რომ ახლა არ ვიცით როდის გამოუშვებენ და იმედია ამის გამო საბუთებიც არ „გაუფუჭდება“ – მხოლოდ იმის გამო, რომ უკრავდა…

დაკვრა დანაშაული არ არის!

ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, თუ ვინმეს შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება ან რამენაირი დახმარება მაინც, ან იცით ვინმე ვისაც შეუძლია – შეგვეხმიანეთ და დაგვეხმარეთ. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტიც!

მადლობა.

პატივისცემით – Scratch The Floor!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები