LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდებით ივანკა ტრამპი დაინტერესდა (ფოტო+ვიდეო)

129

ვაშინგტონში First Global-ის საერთაშორისო შეჯიბრებაზე, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ინჟინერიით, ახალი ტექნოლოგიებით, მათემატიკით დაინტერესება და ლიდერთა ახალი თაობის აღზრდაა, 160 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოა. წელს შეჯიბრებაში, რომლის მთავარი თემა – მსოფლიოს სუფთა წყლით უზრუნველყოფაა, საქართველოს გუნდი „რობოტიკა“ წარმოადგენს.

ახლახან სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ქართველი ახალგაზრდები აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის გარემოცვაში არიან გადაღებულნი. ივანკა საერთაშორისო შეჯიბრებას დაესწრო და ქართველი ახალგაზრდები გაიცნო, მათთან ერთად ფოტოებიც სიამოვნებით გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები