LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ოპერის ვარსკვლავები 31 დეკემბერს კონცერტს გამართავენ – ბილეთები უფასოა!..

86

ქართველი ოპერის ვარსკვლავები 31 დეკემბერს თბილისში შეიკრიბებიან. ისინი ერთობლივ კონცერტის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ღონისძიება ოპერის მოყვარულებისთვის საახალწლო სიუპრიზი და საჩუქარია, ვინაიდან ბილეთები უფასოა. ისინი გაიცემა ოპერის სალაროებში, 23-დან 30 დეკემბრის ჩათვლით. თითო ადამიანს მხოლოდ ორი ბილეთის აღების საშუალება ექნება.

კონცერტში საოპერო მომღერლებთან ერთად ორკესტრი, ოპერისა და ბალეტის დასი, გუნდი და ორკესტრიც მონაწილეობენ.  კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს ექვს საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები