LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პარალიმპილები რიოში მიემგზავრებიან

96

31 აგვისტოს, 09:30 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართება. პარალიმპელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდებიან. სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს გაემგზავრება.

წელს ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარამშვილდოსნობა – ვანო წიკლაური – გამოვა 10 სექტემბერს,15.00 სთ; პარაძიუდო – ზვიად გოგოჭური – გამოვა 10 სექტემბერს, 10.00 სთ; წოლჭიმი (შტანგა) – აკაკი ჯინჭარაძე – 13 სექტემბერს, 16.00სთ; პარაცურვა – ლია ჩაჩიბაია – 14 სექტემბერს, 09.30სთ;  ეტლით ფარიკაობა – ირმა ხეცურიანი – კი 14 სექტემბერს, 09.00სთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები