LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პიანისტი გიორგი მიქაძე თავბრუდამხვევ ექსპერიმენტულ პროექტს ამზადებს

224

ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს, მსმენელს ახალი, ძალიან საინტერესო პროექტი შესთავაზა, სიმფონიური მუსიკის მიმართულებით. გიორგი რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდის. მას ცნობილი იმპრესარიოები, კრიტიკოსები, სხვადასხვა თაობის ხელოვანი თუ მუსიკალური ელიტის წარმომადგენლები ვირტუოზად და ღრმად მოაზროვნე მუსიკოსად მოიხსენიებენ.

9aef7d24-f870-41f0-b678-e78647c2aee0გიორგი უამრავი ნოვატორული  პროექტის ავტორია  და შესანიშნავად ფლობს თითქმის ყველა ჟანრის და სტილის  მუსიკალურ მიმდინარეობას. ის მუდიმივად  შემოქმედებითი ძიებების  პროცესშია და ხშირად გვთავაზობს,  ექსპერიმენტულ,  უჩვეულო,   სრულიად გამორჩეულ ჟღერადობის მუსიკას,  სადაც  ვხვდებით ჯაზის, კლასიკური მუსიკის, ჰიპ-ჰოპის, ელექტრო-აკუსტკური, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის  და სხვა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების ორგანულ  სინთეზს ქართულ ფოლკლორთან.   

სულ ახლახან მან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა დაასრულა და სტილისტურად ორი განსხვავებული ნაწარმოები შექმნა, „ჯაზ ფილარმონიკ ორკესტრთან“ ერთად. პირველი გახლავთ „მუშვანი“, რომელიც სვანურ ფოლკლორს, ჯაზს, აფრიკულ და კლასიკური მუსიკის მოტივებს აერთიანებს, მეორე კი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უახლესი მიმართულების, „ტრეპ მიუზიკის“ ჟანრშია.

გიორგი მიქაძემ ამ ორიგინალური  და გრანდიოზული პოექტის განხორციელება  გადაწყვიტა რაინ ისტერთან ერთად (Ryan Easter), რომელთანაც რამდენიმეწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს და მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები აკავშირებთ, ჯერ კიდევ „ბერკლის“ მუსიკალურ კოლეჯში სწავლის პერიოდიდან. მათი თანამშრომლობით ძალიან საინტერესო მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა სახელწოდებით VICES“.  

Trap Music-ის და სიმფონიური მუსიკის  ეს უნიკალური  ნიმუში, რომლის მუსიკალური დირექტორი,  გაორკესტრების და არანჟირების ავტორი გიორგი მიქაძეა,  აერთიანებს მრავლ თანამედროვე   მუსიკალურ მიმდინარეობას,  მათ შორის ჰიფ-ჰოფს,  R&B-ის,  ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას და სხვ.

შემოდგომაზე გიორგი მიქაძე გეგმავს ექსპერიმენტული პროექტი სიმფონიური მუსიკის მიმართულებით  საკონცერტო ფორმატით წარუდგინოს ფართო მსმენელს ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები