LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ქალბატონების რეაქცია, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კიბო ჰქონდათ… (ვიდეო)

205

„პირადი ექიმი“ მარი მალაზონიასთან ერთად გადაცემაა, რომელსაც სამედიცინო თემების მიმართ ინტერესის მქონე აუდიტორია ჰყავს. გადაცემის წამყვანი ხშირად ეხება ამ კუთხით საინტერესო თემებს.

ახლახან გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ შეხვდნენ ქართველი ქალბატონები კიბოს დიაგნოზს. ვიდეოში მათი რეაქციებია გამოხატული.

„პირველი რეაქცია ყოველთვის არის შოკი…“

“გაოგნებული ვიყავი, ვერ დავიჯერე, თუ ეს ჩემს თავს ხდებოდა…“

„ძალიან რთული მომენტი იყო პირველი 15 წუთი. ჩემი სხეული, გონება ტიროდა…“

„ძალიან დავიბენი და არც ვიცოდი, რა უნდა მექნა…“

„გახსენებაც არ მინდა, მთელი დღე დავდიოდი ქალაქში მანქანით და ვტიროდი…“

„ბევრი ვიტირე, მერე გავბრაზდი და დავიწყე ბრძოლა…“

„ჩემი პირველი რეაქცია, არ ვიცოდი, რა იყო ლიმფომა და დავგუგლე. გავიგე, რომ სიმსივნე იყო და ვიფიქრე, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო მკურნალობა, იმიტომ, რომ გადავრჩე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები