LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ქიმიკოსები მსოფლიო ოლიმპიადიდან სამი მედლით ბრუნდებიან

616

ტაილანდში, ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სამი მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს: დავით რიჟინაშვილმა, ლექსო ფიჩხაძემ და საბა თავდგირიძემ.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია. გუნდის სამი წევრი დავით რიჟინაშვილი, ლექსო ფიჩხაძე და ლევან გოჯიაშვილი – დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა, ხოლო საბა თავდგირიძე კი კომაროვის სკოლიდანაა. ბიჭებმა კონკურსზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შთამბეჭდავი ქულათა რაოდენობით გაუსწრეს ტურნირში მონაწილე ქვეყნებს.

 „ჩვენთვის წარმოუდგენლად სასიხარულოა ამხელა შედეგი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე მედლით გვიბრუნდება. ეს ქვეყნისა და ჩვენი სკოლის დიდი გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შედეგი ეროვნულ ნაკრებს ჯერ არ ჰქონია და ორმაგად ბედნიერები ვართ ჩვენი მოსწავლეების წარმატებით“  – განაცხადა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა.

ეროვნული ნაკრები ოლიმპაიდისთვის რამოდენიმე თვიან მომზადებას გადიოდა.  სასწავლო პროცესს საქართველოს წამყვანი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ : ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია და თინათინ ბუთხუზი ხელმძღვანელობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 16 ივლისს, 00:00 საათზე ბრუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები