LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი რეპერის მიმართვა ქართველ გოგონებს – „რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელ ქალაქს გადავლილი აქვს თქვენზე…“

179

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველი რეპერის, გიორგი პავლიაშვილის, იმავე მასტერის მიმართვა ქართველი გოგონებისდამი, სადაც ის გამოთქვამს მოსაზრებას ქართველი გოგონების ქცევაზე სოციალურ ქსელში. კერძოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ვულგარული ფოტოებით, რომლებსაც ისინი „ფეისბუქზე“ ანთავსებენ, ბიჭებს ფანტაზიის გახსნის საშუალებას არ აძლევენ და მერე არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ბიჭები მხოლოდ ლოგინში შესატყუებლად უყურებენ.

„რა თქმა უნდა, პრობლემა ყოველთვის თქვენგან მოდის. სოციალურ ქსელში შეხედავ, კარგი გოგო ჩანს, გინდა მისწერო ან მოგწერა და გინდა უპასუხო, მაგრამ შეხედავ მის ფოტოებს და უხეში ნათქვამია, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელ ქალაქს გადავლილი აქვს მასზე. შეიძლება, ის პატიოსანად ცხოვრობდეს და ხშირ შემთხვევაში ასეა, მაგრამ ფოტოებიდან ასეთი ასოციაცია მიჩნდება. ფოტოებით, რა თქმა უნდა, არ უნდა განსაზღვრო ადამიანი, მაგრამ ბიჭს პირდაპირ აწვდით ასოციაციას იმაზე, რომ აი, კარგი მკერდი მაქვს ან სხეულის სხვა ნაწილი. ბიჭები სხვა რამეზე იწყებენ ფიქრს. ხშირად მითქვამს, რა კარგი გოგო ხარ, რატომ დებ ასეთ ფოტოს-მეთქი? ბიჭებს უნდა დაუტოვოთ ადგილი ფანტაზიისთვის, წარმოსადგენი გოგოზე, რომ იფიქროს, ჩაცმული რა კარგია და როგორ იქნებოდა შიშველიო…“ – ამბობს მასტერი ვიდეომიმართვაში.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/masterofficialcom/videos/859226384135633/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები