LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სპორტსმენები პიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ

85

საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია პირველად არსებობის განმავლობაში, 2018 წლის პიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 9-18 მარტს გაიმართება.

სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის პარაცენტრში ქართველ პარალიმპიელებს და საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საქართველოს ზამთრის პარალიმპიური თამაშების 2 ლიცენზია აქვს მოპოვებული. სამხრეთ კორეაში საქართველოს ღირსებას თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი დაიცავენ, რომლებიც სათხილამურო კროსში იასპარეზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები