LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სტარტაპები კორეის ბაზარზე შევლენ

71

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის ტექნოპარკების ასოციაციას შორის. ხელმოწერის ცერემონიალი კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს დეჯონის ტექნოპარკში გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ მხარეებმა ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ინოვაციების, ბიოტექნოლოგიების, ICT (საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები), STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ქართველი სტარტაპებისა და ინოვატორების კორეის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ფორუმები, სემინარები, ინკუბატორები/აქსელერატორები და კონფერენციები; სასწავლო პროგრამების შემუშავება; კორეის ტექნოპარკების ასოციაციის გამოცდილების გაზიარება საქართველოში ტექნოლოგიური გადაცემის ოფისის შექმნის პროცესში; ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის მიზნით კორეის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება და ქართველი სტარტაპებისთვის ფიჩინგ სესიების ორგანიზება.

ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის ასევე დაგეგმილია ელექტრომანქანების საჩვენებელი ტური Hyundai -ის ქარხანაში, შეხვედრა კორეის ტექნოლოგიური წინსვლის ინსტიტუტისა და კომპანია SELVAS Healthcare Co – ს დირექტორებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები